ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
"ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
Had a very substantial meeting with the President of the OSCE Parliamentary Assembly and other senior officials. We talked about a Draft Law on Transparency of Foreign Influence. I explained the substance and context of the legislative initiative, thereby expressing readiness to…
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) May 8, 2024