საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, – ამის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას.

„სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება“, – აღნიშნა ეტიბარ ემინოვმა.