"ნაცმოძრაობის" ორგანიზებით, მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და საზღვარგარეთ გაიმართება, რომელიც დღეს 18:00 საათზეა დაგეგმილი.
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აქციას #savemisha ზუგდიდში შეუერთდება.
"ეს აქცია ემსახურება მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას. ვიკრიბებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ მკაფიოდ გავაგონოთ კიდევ ერთხელ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, არა ყრუ ხმა, არამედ მკაფიო ხმა, რომ დიახაც, ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ, სიცოცხლის სასარგებლოდ. დიახაც ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს მტკივნეულ საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ევროპული მომავლის სასარგებლოდ, ვართ სოლიდარულები და ვამბობთ, რომ სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე", - განაცხადა ნიკა მელიამ.