ერთადერთი ხელმოწერილი დოკუმენტი, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც მთლიანად ეძღვნება იმას, რომ ეს იცავს ევროკავშირის კაროლინგური ბირთვის ქვეყნების ინტერესებს. საქართველოს, ამ ხელშეკრულების თანახმად, პრაქტიკულად აკრძალული აქვს განვითარება - ამის შესახებ, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ ისაუბრა:
"ერთადერთი ხელმოწერილი დოკუმენტი, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც მთლიანად ეძღვნება იმას, რომ ეს იცავს ევროკავშირის კაროლინგური ბირთვის ქვეყნების ინტერესებს. საქართველოს, ამ ხელშეკრულების თანახმად, პრაქტიკულად აკრძალული აქვს განვითარება. ანუ, თუკი ეს ხელშეკრულება წევრობაში გადაიზარდა, საქართველოს აკრძალული აქვს განვითარება. ამას ეძღვნება მუხლი 78-დან 82-მდე რომელიც საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის უპირატესი ხელშეწყობის პირობების რეგულაციებს ეძღვნება და ასევე, აქ არის მრავალი ასეთი ნაღმი, რომლებიც ჩაწყობილია სხვადასხვა ადგილზე. მაგალითად, ერთ-ერთ პატარა უწყინარ ჩანაწერს შეგახსენებთ მუხლი 292 პუნქტი B - წაახალისებენ ტრანსპორტის ეფექტიან და უსაფრთხო მუშაობას და ასევე, სატრანსპორტო სისტემების ინტერმოდალურობას და ურთიერთთავსებადობას. ხომ უწყინარი ტექსტია? - თუ ეს საავტომობილო და საჰაერო ტრანსპორტში გასაგები რამ არის, მაგალითად რკინიგზაში ჩვენი ლიანდაგი 15 სანტიმეტრით განიერია ევროპულ ლიანდაგზე და როგორ გავაკეთოთ ეს თავსებადობა? ამაზე ჩანაწერი არსებობდა, 2017 წლის ივნისზე, ახლა აღარ იძებნება ეს მოთხოვნა, თუმცა რატომ გვაქვს გარანტია, რომ ეს მოთხოვნა ოდესმე არ დადგება. შესაბამისად, დაახლოებით 1700 კილომეტრამდე რკინიგზის სიგრძეა საქართველოში, რომლის 15 სანტიმეტრით ვიწრო ლიანდაგზე გადაკეთებას სჭირდება 2 მილიარდი ევრო, რომელსაც არავინ საჩუქრად არ მოგცემს.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის განვითარებას, ამ რეგულაციებით ფიტოსანიტარიული ნორმები, რომელსაც მეორე კარი ეძღვნება, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება პრაქტიკულად გამორიცხულია. სოფლის მეურნეობის განვითარება ახლაც უდიდესი პრობლემაა ჩვენთვის, მაგრამ ახლა, ამ პირობებში რაღაც შანსი მაინც არის, მით უმეტეს მთავრობის ინიციატივა განვითარების 100 წლიანი პროგრამის შემუშავებაზე, ამის შესაძლებლობას იძლევა. ამ ხელშეკრულების წევრობის რანგში გადაყვანის პირობებში, ეს გამორიცხულია,"- აცხადებს ექსპერტი.
დებატები იმართება თემაზე - "ეროვნული ინტერესები და ევროპული კურსი" .




