"ოცნება" უმცირესობაშია - ყველა კრიტიკულ მომენტში ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ვართ მეტნი - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

"ხელისუფლება არის უმცირესობაში, ჩვენ ვართ უმრავლესობაში. ამასთანავე, თუ ეს უმცირესობა ახერხებს, რომ ჩვენ დაგვყოს, ჩვენი ძალა უბრალოდ არ იგრძნობა მოქმედებაში, ტელევიზორში, სახლებში. მაგალითად ადამიანი უსმენს ინფორმაციას, რომ გავრილოვი მას შეურაცხყოფს და ვერ გრძნობს ამის ალტერნატივას, თუ როგორ ვამარცხებთ მას, ეს არ იგრძნობა, იმიტომ რომ ხელოვნურად არის შექმნილი სიტუაცია, რომ ისინი ამ დეზინფორმაციას ატრიალებენ, რომ რადგანაც მთავრობაში არიან, თითქოს იმათ ხელშია ყველაფერი. სინამდვილეში, მთელ წინა წელს, რომ გადავხედოთ, ყველა კრიტიკულ მომენტში, გადაივსო ქვეყანა ძალიან მკაფიო პოზიციით, გადაივსო ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერით, გადაივსო ქვეყანა ევროპული პერსპექტივისთვის, ანუ ყველა კრიტიკულ მომენტში ვაჩვენეთ რომ ჩვენ ვართ მეტნი"- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.