ახლა დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც დროას წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ. - წერს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავებასთან დაკავშირებით.
მარტის მოვლენებში ერთადერთი მოძალადეც და მოღალატეც არის ქართული ოცნება, ვინც მიიტაცა პარლამენტი, იძალადა კონსტიტუციაზე და იძალადა ხალხზე. ახლა დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც დროას წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ. ახლა ვეძებთ კონტაქტებს ოჯახთან და მათი სურვილისამებრ მათ გვერდში ვიქნებით. ბრიუსელში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ დემონსტრანტების დაცვა იყო და ქვეყნის გარედანაც და შიგნიდანაც დავიცავთ მათ!