დიახ, პირველ რუსულ რეისს მოჰყვება პროტესტი - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რუსეთიდან პირველ რეისს საქართველო შეხვდეს ისე, ვითომ ეს ნორმალურია. მსოფლიომ, რუსეთმაც დაინახოს, რომ დიახ, პირველ რეისს მოჰყვება პროტესტი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ არავითარ შემთხვევაში ეს პროტესტი არ არის მიმართული ნებისმიერი მოქალაქის მიმართ. ეს მათი არჩევანია რომელ თვითმფრინავში ჩასხდნენ, რომელ რეისს გაჰყვნენ. კერძო ინტერესები ჩემთვის და არავისთვის არ უნდა იყოს სამიზნე. აქ არის სამიზნე რუსეთისა და „ქართული ოცნების“ ერთობლივი გადაწყვეტილება, აი აქ, ამ ქვეყანაში დასვან ეს თვითმფრინავი და ამის საპროტესტოდ იქნება ზუსტად 19-ში დავიძვრებით რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტისკენ“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.