პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა. 

„ნინო ლომჯარია ჩემს აღქმებში ასოცირდება ადამიანთან, რომელიც ნატრობს ბომბების წვიმას საქართველოში. ის არის უცხოური პატრონების დავალებებით მოქმედი ერთ-ერთი ჩვეულებრივი აგენტი, რომლის გალიდერებასაც მთელი მონდომებით ცდილობენ. ანუ ლომჯარიამ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით შეასრულა დავალება, რომელსაც, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, რადიკალური ოპოზიცია, სინამდვილეში კი აგენტურა მომავალში განახორციელებს. ცოტა არ იყოს კომიკურად მიმაჩნია ლომჯარიას განცხადებები იმიტომ, რომ არჩევნებისთვის აქამდეც უნდა მომზადებულიყვნენ. რევოლუციების მცდელობების დროს, დაკარგეს ბევრი ამომრჩეველი და ზუსტად ვიცი, რომ მათ ვეღარ დაიბრუნებენ. 


როგორც ჩანს უცხოური ძალები, ფიქრობენ საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში ახალი ლიდერები მოიძიონ - შექმნან ახალი, ხელოვნური ლიდერები. მათი ხელწერა ცნობილია, ჯილდოების მინიჭება, ვითომდა გამოკითხვებში რეიტინგების მიწერა - ამ მიმართულებით შეეცდებიან მოვლენების განვითარებას. 


უახლოესს მომავალში ჩვენ უნდა ველოდოთ უცხოური ძალების მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალებისა და ლიდერების გამოჩენას,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

შეგახსენებთ, ნინო ლომჯარიამ განაცხადა:  უნდა დაიწყოს მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის - არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ  გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ 3 წელიწადში, არა აქვს მნიშვნელობა