ორმაგი სტანდარტის პირდაპირი გამოხატულება, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი გიორგი ვაშაძის ოჯახის მიერ ბინის რუსეთის მოქალაქეზე მიქირავებას.
„მასმედიის სხვადასხვა საშუალებით, ისინი საზოგადოების ნებისმიერ წევრს ამუნათებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი რუსული საშინელებაა, მიუღებელია, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები უნდა ჩავკეტოთ, რუსული არაფერი არ უნდა მოგვწონდეს და ა. შ. მეორე მხრივ, ერთი [ელენე ხოშტარია], გაურკვეველი დანიშნულებით, რუსეთიდან ძალიან მსხვილ შემოწირულობებსა და ჰონორარებს იღებს და მეორე [გიორგი ვაშაძე] ბინას რუსეთის მოქალაქეზე აქირავებს. რა თქმა უნდა, მათ ათასი გამართლება შეიძლება მოუძებნონ თავიანთ საქციელს, მაგრამ ფაქტია, რომ რის გამოც სხვებს ამუნათებენ, თავად ჩუმად, მალულად აკეთებენ და რატომღაც, იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი არ გამჟღავნდება“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.