
ეკა ხერხეულიძე: გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია

1641503325
გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს.
გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია

ვიზიარებ თქვენს მწუხარებას" - წერს ეკა ხერხეულიძე.
საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე ბერლინში 19 დეკემბერს დააკავეს. კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა.
დაკავებიდან მეორე დღეს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მიმართავს.
საგამოძიებო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კალანდაძე პასუხისგებაში მიცემულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და წამებისთვის, რაც მიზნად ე.კ.-სგან ტერორისტული აქტის აღიარებას ისახავდა.