რასაც ახლა ვხედავთ, არის ყველაზე იმედის მომცემი ეტაპი და ყველაზე მძიმე მმართველი პარტიისთვის - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ვფიქრობ, არის ყველაზე იმედის მომცემი ეტაპი და ყველაზე მძიმე რამ მმართველი პარტიისთვის. დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, როდის იქცევა ასე ხელისუფლება, როგორც მოიქცა ამ დღეებში. რუსთაველის გამზირის მიღმა, საკმაოდ მოშორებითაც სათითაოდ დასდევდნენ აქციის მონაწილეებს, ახალგაზრდებს და უსწორდებოდნენ იმათ, ვინც მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა თავის პროტესტს დ როდის იქცევი ასე? როდესაც ხარ სუსტი, როდესაც გეშინია, როდესაც კარგავ კონტროლს და მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური ძალაუფლება ხელთ გაქვს და სამივე შტო არის შენი კონტროლის ქვეშ, მაინც რომ ასე იქცევი, ჩემი თვალითაც და ალბათ, ყველა იმ ადამიანის, რომლებსაც ბოლო წლების პოლიტიკური ცხოვრება ახსოვს, ხვდება რომ ეს დასასრულის ეტაპია და დღეს რაც ვნახეთ, ეს ყველაფრის დიაგნოზი იყო“- აღნიშნა ეკა ბესელიამ.