მშიშრები და ლაჩრები, ვერც თვითონ გაბედეს მანქანებიდან გადმოსვლა, ვერც შეშინებული უფროსებისგან მიიღეს მსგავსი დავალება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე წერს, რითაც ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი მუმლაძის ფეისბუქ-პოსტს, რომელმაც დაწერა, თითქოს „რუსთავი 2“-ს ეზოს წინ პოლიცია და სუსი იყო მობილიზებული, რომელიც ტელევიზიის ეთერში მყოფ ირაკლი კობახიძეს მათგან იცავდა.
„მშიშრები და ლაჩრები, ვერც თვითონ გაბედეს მანქანებიდან გადმოსვლა, ვერც შეშინებული უფროსებისგან მიიღეს მსგავსი დავალება. როგორც ჩვენი ბიჭები ამბობენ, ორი ცალი მოძრაობდა აქეთ-იქით, ერთი ისე დაბოდიალობდა, მეორე ჩუმად იღებდა ვიდეოებს. დედლები ისე გაიპარნენ, ვითომ საერთოდ არ ყოფილან. თავისი ტელევიზიების ჟურნალისტები კი ჰყავდათ მობილიზებული და ისინი მიუშვეს ბიჭებთან.
ეგ არის არ მოგასვენებთ, ყველგან დაგხვდებით და დისკომფორტს შეგიქმინოთო? ბოლოს ერთმა დადო ვიდეო, დავტროლეთო. აბა ჩავისვარეთ შიშითო ხო არ დაწერდით. მისულიყავით იქ თუ იყავით ბარემ, რატო ვერ მიბედეთ? ქათმები!“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.