უკრაინას ვუსურვებ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური გონიერებით ცხოვრების გაგრძელებას. მათი მშვიდობისთვის მზრუნველი, რეალური  მეგობრების ცნობასა და დაფასებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!

თავისუფლებაზე დიდი მიღწევა არც ერთი ერისთვის არ არსებობს და უფალმა ინებოს, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველა ხალხის ბრძოლა გამარჯვებით დასრულებულიყოს!

უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ამ გამანადგურებელი ომის მალე გამარჯვებით დასრულებას, სიმშვიდეს და კეთიდღეობას! ასევე, უკრაინას ვუსურვებ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური გონიერებით ცხოვრების გაგრძელებას.

მათი მშვიდობისთვის მზრუნველი, რეალური მეგობრების ცნობას და დაფასებას!" -წერს დიმიტრი ხუნდაძე.