14:00 საათზე, სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" პარტიული ყრილობა გაიმართება - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 

  ყრილობაზე არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. 

შეგახსენებთ, 2025 წლის 25 აპრილს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა  პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. რის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური გახდა.