"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გაგრძელდება.
დღეს, ქალაქ ამბროლაურში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიება დაიწყება 18:00 საათზე.