დღეს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებულ ვეტოს დაძლევენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე განიხილა პრეზიდენტის მიერ მომზადებული მოტივირებული შენიშვნები, რომელთაგან ერთ-ერთი ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის შენარჩუნების მოთხოვნას ითვალისწინებს.

მმართველი გუნდი ზურაბიშვილის ვეტოს „რადიკალური ოპოზიციის ვეტოს“ უწოდებენ და აცხადებს, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი არჩევნების წინასწარი დისკრედიტაციისთვის იყო გამოყენებული.