„შარშანდელი დავოსის ეკონომიკური ფორუმისა არ იყოს, წელსაც, დღეს - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკავა სამხრეთ კავკასიის თემატიკაზე წამოჭრილ დებატებში. ნიშანდობლივი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასება, რომელმაც საქართველოს და მის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ორმხვრივ (სომხეთი-აზერბაიჯანი) მოლაპარაკებებში მედიატორის როლის შესრულებისთვის, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი დავოსში გამართულ დებატებს. 

როგორც ის აღნიშნავს, საინტერესო იყო იმ მოცულობების გაზრდაზე საუბარი, სადაც „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ტვირთბრუნვა, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, არსებული 25 მილიონი ტონიდან შეიძლება სულ მცირე პერიოდში - 48 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. 


„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიო საინვესტიციო ფონდს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 49%-იანი პაკეტი ელოდება თავის პოტენციურ ინვესტორს.
დავოსში წარმართულ დისკუსიაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, საქართველოზე - როგორც ნავთობის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, "მწვანე" ენერგიის, ინტერნეტის - სატრანზიტო გამტარი დერეფნის წამყვან მოთამაშეზე. ამ თემებზე დისკუსიაში მონაწილე თურქეთის ლობისტმა კერძო კომპანიის წარმომადგენელმა და ევროკომისარმა ჰანმა (ავსტრია) - საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, აშკარად დაუთმეს აღნიშნულ თემატიკაში ლიდერების თანამომხსენებელთა როლი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ტრადიციულად სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცენტრალური და წამყვანი ადგილი - საქართველოს ეკავა და სამწუხაროდ, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანისა და საქართველოს გვერდში - მსოფლიომ  სომხეთი ვერ იხილა“, - წერს დავით ქართველიშვილი.