ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მსხვილი ბლოკია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გააჩნია საკმაოდ მდიდარი ენერგეტიკული რესურსები, მეორეს მხრივ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად და ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გავხდეთ ენერგეტიკულად კიდევ უფრო მეტად თვითკმარი ანუ გვქონდეს ჩვენი საკუთარი მეტი ენერგია საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, საქართველომ როგორც ენერგიის სატრანზიტო ქვეყანამ და ენერგეტიკულმა ჰაბმა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ უნდა გაატაროს იმიტომ, რომ ენერგიის ტრანზიტის შედეგად ქვეყანას გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი.
„საქართველო არის ენერგიის სატრანზიტო ქვეყანა, შესაბამისად ენერგია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით ვატარებთ მეზობელი აზერბაიჯანიდან, ევროპის მიმართულებით, ან ენერგიის გაცვლა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, მთა შორის თურქეთთან ექსპორტ-იმპორტი, სომხეთთან და ა.შ. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ საჭიროებებიდან, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არის და ჩვენ, როგორც ენერგიის სატრანზიტო ქვეყანამ და ენერგეტიკულმა ჰაბმა ეს ყველაფერი უსაფრთხოდ უნდა გავატაროთ იმიტომ, რომ ენერგიის ტრანზიტის შედეგად ჩვენს ქვეყანას გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი.
დღევანდელ ფორუმზე ჩვენი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, რომლებთანაც ჩვენ ხშირად ვცვლით ხოლმე ინფორმაციას, გამოცდილებას და ვუზიარებთ ერთმანეთს როგორ დავაახლოოთ პროცედურები, როგორ გავაკეთოთ ჰარმონიზაცია ერთმანეთთან, ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან და ამ თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ წინ ვართ წასული. ჩვენი ენერგეტიკული კანონმდებლობის ძალიან დიდი ნაწილი უკვე ჰარმონიზებული გვაქვს ევროპის კანონმდებლობასთან და ამით ჩვენ ნელ-ნელა ვამზადებთ თავის დროზე როცა შავი ზღვის კაბელი შევა ექსპლუატაციაში, ჩვენი მარეგულირებელი ნორმები და წესები კიდევ უფრო მეტად იქნება ჰარმონიზებული და დაახლოებული ევროპასთან.
ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩვენ 16 სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე გვექნება ენერგეტიკაში საუბარი და გვექნება ინფორმაციის და გამოცდილების ურთიერთ გაცვლა მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.




