რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, ტრაგედია გამოყენებული იყოს პირადი დღის წესრიგისთვის, რაც აბსოლუტურად მორალისგან დაცლილია, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა და საზოგადოება უკვე მერამდენედ ხედავს მოცემულობას, როდესაც რაღაც სამწუხარო ფაქტი მოხდება და აგენტურული ოპოზიციის მიერ მცდელობაა, ეს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. არაერთი ასეთი პოსტი და მოწოდება ვნახეთ, რომლებიც აცდენილია ტრაგიკულ ფაქტს და იმ სულისკვეთებას, რაც ზოგადად საზოგადოებაში არსებობს.

რადიკალების ჭეშმარიტი სახე ჩანს, როგორ ცდილობენ ყველა უბედური შემთხვევა საკუთარი მდარე და დეგრადირებული მიზნებისთვის გამოიყენონ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.