გარე ძალები ფიქრობენ, რომ გახარია და ხაზარაძე გამიჯნონ, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში იყვნენ, ეს ადამიანები გამიჯნონ "ნაციონალური მოძრაობისგან" და მათგან შექმნან რაღაც შუაშისტური ძალა, რომელიც არის პრაქტიკულად შეუძლებელი, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
"ლელოს" პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ის უფრო იხრებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ, მართალია, ამას დღემდე მკაფიოდ არ ამბობდა, თუმცა ჩანდა მათი პარტიული აქტიურობა რეგიონებში. დღეს ისინი ამ ყველაფერს ღიად აცხადებენ.
ერთ მხარეს, ე.წ. ორთოდოქს ნაციონალებს აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო ნაწილს მისცეს მწვანე შუქი. უნდათ, რომ გააქრონ პოლიტიკური ველიდან ის პარტია, რომელიც არის დამძიმებული ცოდვებით, რომლის ჩამორეცხვაც არის პრაქტიკულად შეუძლებელი, თუმცა ისინი ცდილობენ. არიან რა ქვეყნის გარეთ და რეალურად, პულსზე ხელი არ უდევთ, ჩვენ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების. ისინი ფიქრობენ, რომ გახარია და ხაზარაძე გამიჯნონ, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში იყვნენ, ეს ადამიანები გამიჯნონ "ნაციონალური მოძრაობისგან" და მათგან შექმნან რაღაც შუაშისტური ძალა, რომელიც არის პრაქტიკულად შეუძლებელი და ამ ყველაფერს თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარი გადაწყვეტილებით," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.