„ევრობიუროკრატიის მხრიდან ხდება ქართველ ხალხზე ზეწოლა. მცდელობაა, მათ შეაცვლევინონ გადაწყვეტილება და არჩევნებზე მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურთ მათ და არა ქართველ ხალხს. - ამის შესახებ  საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

" ის საკანონმდებლო სივრცეები, რომელიც გახლავთ ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და მეორეს მხრივ ოჯახის, არასრულწლოვანთა დაცვის გარანტი, მათი გაუქმების სანაცვლოდ მოხდეს ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, უსაგნო და ის რა თქმა უნდა, ვერ ჰპასუხობს ჩვენი საზოგადოების, ქვეყნის მოთხოვნებს. ასე, რომ დროა, ევროკავშირში ჩამოყალიბდნენ იმ მიდგომებზე, რომელიც მათ პარტნიორი ქვეყნების მიმართ გააჩნიათ“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.