„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ორი ბარიერი რჩება - ეს არის “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტატუსი არ მივიღოთ და ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოზიცია.“ - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ორი ბარიერი რჩება - ეს არის “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტატუსი არ მივიღოთ და ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოზიცია.
ჩვენი ქვეყნის მეგობარმა შარლ მიშელმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რითაც კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ევროპის გაფართოება შეუქცევადი პროცესია. ჩვენი ადგილი ნამდვილად არის ევროპაში. იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სწრაფვა ისტორიული ადგილის დაბრუნებისკენ, რომ ჩვენ ამ ბარიერს გადავლახავთ, სტატუსს ძალიან მალე მივიღებთ და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდებით.”- ასე გამოეხმაურა დავით კირკიტაძე შარლ მიშელის განცხადებას.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენი პოზიციაა გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, ასევე ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან“.