„ქართული ოცნება“ ებრძვის ადამიანს, რომელიც თავის დროზე ძალმომრეობით მოგვახვიეს თავს. თითოეული თქვენგანი მის ნაცვლად იყავით ბანერებზე გამოკრული და ხალხს აიძულებდათ სალომე ზურაბიშვილი აგვერჩია პრეზიდენტად. ახლა კი, თქვენ ებრძვით მას“, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია ებრძოლოს იმ რეალურ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში დაგროვდა.
„ჩვენი სურვილია ვებრძოლოთ იმ რეალურ პრობლემებს, რომელიც დაგროვდა, ვებრძოლოთ იმ გაზრდილ ფასებს, რომელიც ახრჩობს საქართველოს მოქალაქეებს და აიძულებს, რომ ეს ქვეყანა დატოვოს. ჩვენი ამოცანაა, რომ ვებრძოლოთ იმ გასაჭირს, რომელშიც მოგვაქცია ერთი მხრივ, ბუნებამ და მეორე მხრივ ხელისუფლებამ, რომელიც არ ფიქრობს გლეხზე, მეწარმეზე, ფერმერზე - თქვენ კი ებრძვით საქართველოს პრეზიდენტს“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.