„ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ იყვნენ თანაგუნდელები, დღეს ერთმანეთს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებენ.“ - ასე გამოეხმაურა მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე, "ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას.
"ამასთან დაკავშირებით არ მინდა ზედმეტი კომენტარი გავაკეთო. დრო ყველაფერს გამოაჩენს და ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ იყვნენ თანაგუნდელები და დღეს ერთმანეთს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებენ. ეს სახელები და გვარები, რომლებზეც მან ისაუბრა დღეს ხომ არ გაჩენილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო და ეს ადამიანები იყვნენ მაშინაც.“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თქმით, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს, ზაზა გოროზიას რა უნდათ ენმ-ში? ფულის შოვნის გარდა, არაფერი არ უნდათ