პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა მედიასთან აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება, სადაც დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, ის, რაზედაც „ხალხის ძალა“ ბოლო წლების განმავლობაში საუბრობდა, დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა ფაქტებით გაამყარა.
დავით კაჭარავამ აღნიშნა, რომ პროცესი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი იწყებს აუცილებლად შეიტანს ცვლილებებს ევროკავშირში და დაეხმარება მათ კრიზისიდან გამოსვლაში.
„რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ „ხალხის ძალამ“ იმ ფასეულობათა კრიზისზე საუბარი, რომელზედაც დღეს აშშ-დან საუბრობენ. ადრე თუ გვიან პოზიციები, რომელიც ევროკავშირს აქვს, თუნდაც ჩვენთან მიმართებით, შეიცვლება“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები მოხდეს ევროკავშირში. დეპუტატის თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ გააანალიზოს განვლილი პერიოდი, ერთ კონკრეტულ საკითხზე შეთანხმდეს და მის ირგვლივ გაერთიანდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს მშვიდობისკენ. „ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებია აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, მაგრამ თუ აქამდე ეს ყველაფერი იყო ჩვენი მხრიდან მხოლოდ საუბარი, დღეს ეს ყველაფერი მტკიცებულებებით გამყარდა და ამაზე საუბრობს ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. საზოგადოებისთვის უკვე თვალნათელია ის, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და იყო სხვა გზაც, გარდა იმისა, რომ ამ ომში შესულიყო უკრაინა. ძალიან გულდასაწყვეტი და სამწუხაროა ის ამბავი, რომ უკრაინა ომში გაეხვა, მაგრამ ამ ყველაფრიდან გამოსავალი უნდა ვეძებოთ და გამოსავალია მშვიდობა.
რა თქმა უნდა, ის ყველაფერი, რაზედაც საუბრობენ ამერიკის ლიდერები და დონალდ ტრამპის წარმომადგენლები არის უმნიშვნელოვანესი, პირველ რიგში, ევროკავშირის კრიზისიდან გამოსვლისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი აუცილებლად ჩვენამდეც მოვა და ცვლილებებს შეიტანს ევროკავშირში. ადრე თუ გვიან პოზიციები, რომელიც ევროკავშირს აქვს, თუნდაც ჩვენთან მიმართებით შეიცვლება. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ „ხალხის ძალამ“ იმ ფასეულობათა კრიზისზე საუბარი, რომელზედაც დღეს აშშ-დან საუბრობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს შეერთებული შტატების პირველი პირები ამახვილებენ ამ საკითხზე ყურადღებას. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ცვლილებები მოხდეს ევროკავშირში, კარგად ვიცით, რომ ეს პრობლემები არსებობს შეერთებულ შტატებშიც, ამიტომ საზოგადოებამ თავად უნდა გააანალიზოს განვლილი პერიოდი, დააჯგუფოს ფაქტები, ამის შედეგად გააკეთოს ანალიზი და საბოლოო ჯამში, მიიღოს გადაწყვეტილება. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ საზოგადოება შეთანხმდეს ერთ რაიმეზე, რის გარშემოც გავერთიანდებით და ვივლით მშვიდობისკენ,“- განაცხადა დავით კაჭარავამ.