„ქართულ ოცნებას“ 60% კი არა, 50% არ აუღია არასოდეს 2014 წლის მერე მათივე დათვლებით, მათივე მიმატებული პროცენტებით,- ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა ეთერში განაცხადა.
„რომ ამბობენ, აი ჩვენ 60 % გვაქვს, საიდან აქვთ 60%? ოპოზიცია მკვდარია, ესეც ხომ ჩანს, რომ ერთი და იგივე მესიჯბოქსი აქვთ. 60% კი არა, 50 არ აუღია [„ქართულ ოცნებას“] არასოდეს 2014 წლის მერე, მათივე დათვლებით, მათივე მიმატებული პროცენტებით. არასოდეს, არჩევნებში მონაწილე ადამიანების ნახევარი, მათ არ აუღიათ და თბილისში 40 % აქვთ 2021 წელს აღებული მათივე ოფიციალური მონაცემებით",- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა: „დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“, სულ მცირე, 60 პროცენტს აიღებდა. არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით მაქსიმალური შედეგისთვის, რომელიც სჭირდება ქვეყანასა და ხალხს“.