სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით. ეს სიახლე ხომ არ არის? ივანიშვილი, რომელიც არ იყო მაინც და მაინც სტალინისტობაზე შემჩნეული, დასჭირდა, გაუჭირდა,- ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მარტო მატრონას ხატს და რუსულ პოსტსაბჭოთა ნარატივს კი არ იცავენ, ისინი სტალინს იცავენ და სტალინისტები არიან. სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით. ეს სიახლე ხომ არ არის? ივანიშვილი, რომელიც არ იყო მაინც და მაინც სტალინისტობაზე შემჩნეული, დასჭირდა, გაუჭირდა და ამიტომ ლაპარაკობენ აი ჩვენ ქართველობას ვიცავთო. ქართველობას იცავენ უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთთან ერთად არიან ეკლესიურადაც. ნუ დავივიწყებთ იმას, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას საქართველოს საპატრიარქო არ ცნობს და რუსეთის პროპაგანდისტული იმპერიალისტური, ჩეკისტური ეკლესიის მხარესაა", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.