"დღეს გავრცელებული ინტერვიუ დავით არახამიასთან არის ფეიკი. არ ვიცი ,ამას რა მიხვედრა უნდოდა,მაგრამ მაინც ესეც ვიდეო.თუ გაავრცელებთ, კარგი იქნება. - წერს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" და არახამიას ინტერვიუს ავრცელებს.
უკრაინის მმართველი ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია ვიდეოში აცხადებს, რომ ერთ-ერთ უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ის ქართულ პოლიტიკაში მოდის, არის ტყუილი.
"გავრცელდა ჩემი განცხადება თითქოს მე მივდივარ ქართულ პოლიტიკაში. რამაც გამოიწვია დიდი რეზონანსი. ეს არის ტყუილი" - აცხადებს არახამია ვიდეოში.