საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ქვრივიშვილი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი ტკივილი და დანაკარგია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს", - წერს ეკონომიკის მინისტრი სოციალურ ქსელში.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.




