8 ივნისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდამჭერი მორიგი რეზოლუცია მიიღო

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ 2008 წლიდან დღემდე მიღებული რეზოლუციებს შორის 8 ივნისს მიღებული რეზოლუცია მხარდამჭერთა რაოდენობით გამოირჩევა. გაეროს წევრი 193 სახელმწიფოდან კენჭისყრაში 163 მონაწილეობდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა, წინააღმდეგი იყო 12 და თავი შეიკავა 56-მა. 30 ქვეყანას კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

მომხრე: ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, აღმოსავლეთ ტიმორი, აშშ, ახალი ზელანდია, ბაჰამის კუნძულები, ბარბადოსი, ბელგია, ბელიზი, ბოსნია და ჰერცოგევინა, ბულგარეთი, გაიანა, გამბია, განა, გერმანია, გვატემალა, დანია, დიდი ბრიტანეთი, დომინიკანის რესპუბლიკა, ეკვადორი, ესპანეთი, ესტონეთი, ვანუატუ, ზამბია, თურქეთი, იამაიკა, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, კვიპროსი, კირიბატი, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კოტ-დივუარი, ლატვია, ლიბერია, ლიეტუვა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მავრიკი, მალავი, მალდივები, მალტა, მარშალის კუნძულები, მექსიკა, მიანმარი, მიკრონეზია, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პალაუ, პანამა, პაპუა-ახალი გვინეა, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სამოა, სან-მარინო, საფრანგეთი, საქართველო, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუისი, სიერა-ლეონე, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სოლომონის კუნძულები, სურინამი, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ, უკრაინა, უნგრეთი, ურუგვაი, ფილიპინები, შვედეთი, ჩეხეთი, ჩილე, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია, ჯიბუტი, ჰაიტი, ჰონდურასი.

წინააღმდეგი: ბელარუსი, ბურუნდი, ვიეტნამი, ზიმბაბვე, კუბა, ლაოსი, ნიკარაგუა, რუსეთი, სირია, სუდანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა.

თავი შეიკავა: ალჟირი, ანგოლა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, არგენტინა, ბანგლადეში, ბაჰრეინი, ბჰუტანი, ბოლივია, ბოცვანა, ბრაზილია, ბრუნეი-დარუსალამი, ეგვიპტე, ეთიოპია, ერიტრეა, იემენი, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ერაყი, ისრაელი, იორდანია, კამბოჯა, კამერუნი, კენია, კონგო, კორეა, კუვეითი, ლიბანი, ლიბია, მადაგასკარი, მავრიტანია, მალაიზია, მონღოლეთი, მაროკო, მოზამბიკი, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, პარაგვაი, სალვადორი, სამხრეთ აფრიკა, საუდის არაბეთი, სენეგალი, სერბეთი, ტაილანდი, ტაჯიკეთი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, უზბეკეთი, ფიჯი, ყაზახეთი, ყატარი, ყირგიზეთი, შვეიცარია, შრი-ლანკა. არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა/არ იმყოფებოდა დარბაზში: ავღანეთი, ბენინი, ბურკინა-ფასო, გაბონი, გრენადა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, დომინიკა, ეკვატორული გვინეა, ესვატინი, ვენესუელა, თურქმენეთი, კაბო-ვერდე, კომორები, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ლესოთო, მალი, ნამიბია, ნაურუ, ნიგერი, ნიგერია, რუანდა, სამხრეთ სუდანი, სან-ტომე და პრინსიპი, სეიშელები, სომალი, სომხეთი, ტანზანია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი.

2008-2022 წლების კენჭისყრის შედეგების შედარება გვიჩვენებს, რომ რეზოლუციას ყველაზე მეტი მხარდამჭერი 8 ივნისს ჰყავდა.

2022 მომხრე - 95, წინააღმდეგი - 12, თავი შეიკავა - 56
2021 მომხრე - 80, წინააღმდეგი - 14, თავი შეიკავა - 70;
2020 მომხრე - 84, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 78;
2019 მომხრე - 79, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 57;
2018 მომხრე - 81, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 62;
2017 მომხრე - 80, წინააღმდეგი - 14, თავი შეიკავა - 61;
2016 მომხრე - 76, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 64;
2015 მომხრე - 75, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 78;
2014 მომხრე - 69, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 79;
2013 მომხრე - 62, წინააღმდეგი - 16, თავი შეიკავა - 84;
2012 მომხრე - 60, წინააღმდეგი - 15, თავი შეიკავა - 82;
2011 მომხრე - 57, წინააღმდეგი - 13, თავი შეიკავა - 74;
2010 მომხრე - 50, წინააღმდეგი - 17, თავი შეიკავა - 86;
2009 მომხრე - 48, წინააღმდეგი - 19, თავი შეიკავა - 78;
2008 მომხრე - 14, წინააღმდეგი - 11, თავი შეიკავა - 105

ტრადიციულად, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმას რუსეთი და მისი უახლოესი მოკავშირე ქვეყნები აძლევენ. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიმცემთა შორის წელს პირველად აღმოჩნდა ჩინეთი. 

გაეროს მიერ 2008-2022 წწ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მიღებული რეზოლუციების მოწინააღმდეგეები