ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე (ორ ათწლეულზე მეტი) აქტიურად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებაში. ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა შეირყეს, ან კომპრომეტირებული იყოს არავითარ შემთხვევაში. არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ“, - წერს ელჩი.
👇🇬🇪🇪🇺🇪🇺🇬🇪 pic.twitter.com/WBuQM3tKP3
— Otar Berdzenishvili (@OtariB) November 29, 2024