26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევანი გავაკეთოთ – მონობასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის.  - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"26 ოქტომბერს მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, რადგან, ყველაფერთან ერთად, უკვე არაერთხელ დამტკიცდა, რომ „ქართული ოცნების“ გარდა, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე, აქვს გამოცდილება და უნარი, რომ სტაბილურობა, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს. 

მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად, მშვიდობითა და კეთილდღეობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. 

ამის საპირისპიროდ, ქვეყნის გარედან, ალტერნატივად გვისახავენ აგენტურას, რომელიც ომს, ნგრევასა და განადგურებას ნიშნავს.  

ამის საპირისპიროდ, ქვეყნის გარედან, ალტერნატივად გვისახავენ აგენტურას, რომელიც ომს, ნგრევასა და განადგურებას ნიშნავს. 

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევანი გავაკეთოთ – მონობასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის. 

ღრმად მწამს, რომ სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში ამ ულამაზესი კუთხის შვილები მტკიცედ დადგებით საქართველოს ერთიანობის და სუვერენიტეტის სადარაჯოზე!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ, ერთიან და თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი." - განაცხადა  ბიძინა ივანიშვილმა.