"ჩვენ მთელი დღის განმავლობაში მოწმენი გავხდით ამომრჩეველზე ტოტალური ზეწოლის და არჩევნების უპრეცედენტო კონტროლის ქვეშ ჩატარების", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ვნახეთ რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან აპელირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მთელი დღის განმავლობაში ახდენენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას, მათი პირადი მონაცემების აღრიცხვას. ბუნებრივია ამ პირად ინფორმაციებს იყენებდნენ იმისათვის, რომ მოეხდინათ ამომრჩეველზე ზეწოლა და მათ საარჩევნო ნების გამოხატვაზე გავლენა მოეხდინათ. სხვადასხვა მეთოდებით ხდება ამ გავლენის განხორციელება. ფაქტია ცესკომ მთელი დღე გაატარა ისე რომ დანაშაულებრივი გულგრილობით ფაქტიურად ხელი შეუწყო ამ ტოტალური კონტროლის განხორციელებას. 

არ შეიძლება ამას ობიექტური და სამართლიანი არჩევნების ინტერპრეტაცია მიეცეს. ამავდროულად გვაქვს კონკრეტული დარღვევები, რომელიც ამ წუთას კვლავ ხორციელდება საარჩევნო უბნებში. ყველაზე აშკარა და უხეში დარღვევა დაფიქსირდა სულ რამდენიმე წუთის წინ. ეს არის ბოლნისის საარჩევნო ოლქში მე-17 უბანზე. ჩვენი საუბნო კომისიის წევრების და სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ აღკვეთილი იქნა დიდი რაოდენობით ბუილეტენების ჩაყრის ფაქტი. გარდა ამისა, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე, ვაზისუბნის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ცალაბაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, სადამკვირვებლო ბეიჯით ატარებს შემოვლას საუბნო საარჩევნო კომისიებში და ახდენს ადმინისტრაციული რესურსზე ზეწოლის განხორციელებას და მობილიზებას. 

ამ წუთას ეს ადამიანი იმყოფება მესამოცე უბანზე და იქ ალაგებს სიტუაციას. გარდა ამისა, ამავე მესამოცე უბანზე აღმოჩნდა ბიულეტენების დამალვის ფაქტი, რაც ბუნებრივია გამიზნული არის გაყალბებისათვის რათა რაც უფრო მოახლოვდება საოლქო საარჩევნო კომისიის დახურვის საათი მანიპულაციებით მოხდეს ამ ბიულეტინების სხვა მიზნებით გამოყენება, ჩაყრა და ა.შ. გარდა ამისა, საბურთალოს ნომერ მესამე საარჩევნო ოლქში 86-ე უბანზე მეცამეტე უბნის მსგავსად გადასატანი საარჩევნო ყუთის შემდგე, აღმოჩნდა რომ დაკარგულია პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები, რაც ასაბუთებს გონივრულ ეჭვს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის გატანის დროს დაკარგული ბიულეტინები გამოიყენება სწორედ ე.წ. სომხური კარუსელების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, თელავში მომხდარი ამბავი მინდა მოგაწოდოთ. თელავში ერთ-ერთ უბანში ქალბატონი ახდენდა ზეწოლას ამომრჩეველზე, ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ეს ქალბატონი. ეს ქალბატონი გახლავთ შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დოდო ხუროშვილი. 

ესეც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი სამართალდამცავი ორგანოები მობილიზებული არიან ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვინდა მოქალაქეებს მივმართოთ თქვენ მთელი დღის განმავლობაში მოწმენი ხართ თუ როგორ ახორციელებს ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსით ამომრჩეველზე ზეწოლას და ამით ცდილობს თავისი სასურველი შედეგი მიიღოს. ამომრჩეველს ვთქვოვთ რომ მოიკრიბონ ძალა და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“- განცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა, საგანგებო ბრიგინგზე.