ბათუმის საკრებულოს წევრი, ნატალია ძიძიგური, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარტია "საქართველოსთვის" საკუთარი რიგებიდან გარიცხა, მედიასთან აცხადებს, რომ პარტიის ლიდერებმა, მასზე ზეწოლად ახდენდა. 

ძიძიგურის თქმით, ზეწოლა არ ხდება პარტიის ლიდერის, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თანხმობის გარეშე. 

„გამრიცხეს „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან, იმის გამო რომ მე არ შევუერთდი „ნაციონალურ მოძრაობას“, არ ჩავშალე სხდომა. ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, იმისთვის რომ მე შემექმნა ფრაქცია. ფრაქცია, რომელიც იქნებოდა კრიზისს გაღრმავების, დესტრუქციისა და გაბოროტებული ხალხის სახე. ეს იყო ბერდია სიჭინავა, ეს იყო შალვა კერესელიძე. რა თქმა უნდა, ამხელა ზეწოლა არ ხდება გიორგი გახარიას თანხმობის გარეშე. აკაკი გვიანიძე, რომელიც უნდა ყოფილიყო ამ ფრაქციის თავმჯდომარე, ჩემზე განახორციელა გაუგონარი შავი პიარი“, - განაცხადა ნატალია ძიძიგურმა.

პ.ს. "აიპრესი" ნატალია ძიძიგურის ბრალდებებთან დაკავშირებით პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრს, ბერდია სიჭინავას დაუკავშირდა, რომელის კომენტარსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.