ჩვენ უკრაინელ ხალხს და უკრაინულ სახელმწიფოს მხარს ვუჭერთ დღემდე და, სამწუხაროდ, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვაგრძელებთ ურთიერთობებს. არახამიას უხამსი განცხადებები ახალი არ არის, მას პასუხს ახლა არ გავცემდი. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, მინდა, ძალიან მკაფიოდ გითხრათ, არახამიას უხამსი გამონათქვამები რომ არახალია, ამაზე მოგახსენეთ. სულ ახლახან იყვნენ ჩამოსული ამ დარგის ოფიციალური ხელმძღვანელები და კურატორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან, რომლებმაც ცალსახად თქვეს, რომ სანქციებიდან თავის არიდების საშუალება საქართველოში არის ნულის ტოლი“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობას მიმართავს - დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში