ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე მსჯელობის ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ცნობილია. - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

"თუ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიხარდება, ეს იქნება სწორი, პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება. ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას.

დღეს ჩვენი შემდეგი მიზანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაა.” - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ტარდება.