სპეციალური განცხადება ბათუმის ოფისში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. გიორგი კირთაძის თქმით, გადაწყვეტილება მძიმე იყო, ყველა მცდელობა განხორციელდა პარტიაში ერთიანობის შესანარჩუნებლად, თუმცა პასუხად მივიღეთ ის, რომ 2025 წლამდე პარტიაში არაფერი შეიცვლება.
"2024 წლის არჩევნებისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" წარდგება ისე, როგორც არის დღეს. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვტოვებთ "ნაციონალურ მოძრაობას"...
როცა იდეებიდან იცლება ის საქმე რისთვისაც იბრძვი, მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილებამდე მივდივართ. ვრჩებით ვარდების რევოლუციის იდეების ერთგული და ვაგრძელებთ ბრძოლას. ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსადგენად ამ ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი ამ და ივანიშვილის ოლიგარქული მმართველობა უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. ამ ყველაფერს გავაკეთებთ ახალი პლატფორმიდან"- განაცხადა გიორგი კირთაძემ.