როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, რუსული ოკუპაციის შემაჩერებელ აქტს მივიღებთ“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„ზოგადად სტუდენტებში პოლიტიკური ინტერესი დიდია. ჩვენი მიზანია, რომ ის განცდა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ახალგაზრდებში დანერგა, შევცვალოთ. „ქართული ოცნების“ მიზანია, ახალგაზრდები მაქსიმალურად დემოტივირებულები იყვნენ და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. მე ახალგაზრდებს ვეუბნები ერთ რამეს - აბსოლუტურად ვენდობი ჩვენი შვილების თაობის გადაწყვეტილებებს, რადგან ეს თავისუფალი თაობაა, რომელიც „ქართულო ოცნების“ წარმომადგენლებისგან განსხვავებით, თავისუფლად გაიზარდა. ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ ის მონაწილეობს არჩევნებში და ის განსაზღვრავს მის მომავალს. მათ უნდა თქვან, რომ თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება ეს ქვეყანა ხვალ. რაც მთავარია, ახალგაზრდებს რუსული ოკუპაცია ძალიან აწუხებთ. როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება, რუსული ოკუპაციის შემაჩერებელ აქტს მივიღებთ“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.