აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. ალი ასადოვმა ასევე თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.