ძალიან დიდი მოვლენაა, როდესაც საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც „SpaceX“-ის, კონკრეტულად Starlink-ისინტერნეტმომსახურებით სარგებლობს, - ამის შესახებ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების“ სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მინდა თითოეულ მოქალაქე შევიდეს Starlink-ის საიტზე და ნახოს დაფარვის რუკა - განათებული ცივილიზებული ქვეყნები და მათთან ერთად საქართველო, რაც მიუთითებს საქართველოს ადგილს მსოფლიო რუკაზე. დიდი მიღწევაა, რომ საქართველომ შეძლო და Starlink-ისმომსახურება პირველმა მიიღო“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ისთანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს.




