საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა, რომელიც ავლაბრის ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობდა, დასრულდა.
შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა. პაველ ჰერჩინსკიმ ცერემონიების სასახლე უკვე დატოვა, თუმცა, მედიასთან არ გამოჩენილა.
ცნობისთვის, ბრიუსელში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
სწორედ ამ განცხადებას უკავშირდება ჰერჩინსკისა და ბოჭორიშვილის შეხვედრა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.
ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში“.










