თქვენ იცით, სააკაშვილი დღეს თავის პარტიაში და პოლიტიკაში რატომ ვერ აქტიურობს? იმიტომ რომ მისმა მეგობრებმა დაინახეს, რომ ის სინამდვილეში ლიდერი არ არის. მათ სასჯელი კანონის თანახმად მოიხადეს, არც ერთს არ აუტეხავს ასეთი ამბავი, ამდენი მანიპულაცია და სიცრუე არ გამოუფრქვევიათ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში  განაცხადა.

„თქვენ იცით, სააკაშვილი დღეს თავის პარტიაში და პოლიტიკაში რატომ ვერ აქტიურობს? იმიტომ რომ მისმა მეგობრებმა დაინახეს, რომ ის სინამდვილეში ლიდერი არ არის. მათ სასჯელი კანონის თანახმად მოიხადეს, არც ერთს არ აუტეხავს ასეთი ამბავი, ამდენი მანიპულაცია და სიცრუე არ გამოუფრქვევიათ. ხედავენ რომ მათი ლიდერი, რომელმაც მაგალითი უნდა მისცეს ყველას, ამბობს, რომ მე პატიმრობაში ვერ ვძლებ და როგორმე გამათავისუფლეთო.

თქვენ გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდეგ ორი ოპოზიციონერი შეიწყალა. ორივე შეიწყალა და ერთი გამახსენეთ მას მერე რა მოხდა? სად შემცირდა პოლარიზაცია? სააკაშვილთან შედარებით ისინი ბევრად უფრო დაბალი პოლიტიკური წონის ლიდერები იყვნენ. ამის შემდეგ იყო ყველაფერი - რვათვიანი ბოიკოტი, ქუჩის პოლიტიკა, თავდასხმები ინსტიტუტებზე. ჩვენ რომ პრინციპულად სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა, დღეს ქვეყანა არეულობის რეჟიმში იქნებოდა. შესაბამისად, ეს არის „ბლეფი“, რომ ვინმეს გათავისუფლება პოლარიზაციას შეამცირებს,“ - აცხადებს თალაკვაძე.