დღეს ჩვენ გვაქვს დაცული მშვიდობა, უსაფრთხოება, გვაქვს ეკონომიკის ჯერადი ზრდა და რაც მთავარია, გვაქვს არსებითი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი გაგრძელდება და ამისთვის მოქალაქეების მხარდაჭერაა საჭირო.
„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ადამიანის უფლებების პატივისცემა, ევროპული პერსპექტივა დააბრუნა. დღეს ჩვენ გვაქვს დაცული მშვიდობა, უსაფრთხოება, გვაქვს ეკონომიკის ჯერადი ზრდა და გვაქვს რაც მთავარია არსებითი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი გაგრძელდება და ამისთვის საჭირო იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის მხარდაჭერა“, - განაცხადა თალაკვაძემ.