პოლიტიკაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ინდულგენცია, დანაშაული ჩაიდინოს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად არ ცნობენ სასამართლოს, არც პარლამენტს, კანონს არღვევენ და შემდეგ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სარჩულს ურთავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის საშუალება არ ექნებათ.
„პოლიტიკოსმა რომ მკვლელობა ჩაიდინო, დაისჯება თუ არა? რა თქმა უნდა, რადგან ასეთია კანონი. რა მნიშვნელობა აქვს, კონკრეტული პოლიტიკოსი რომელ დანაშაულს ჩაიდენს? პოლიტიკაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ინდულგენცია, დანაშაული ჩაიდინოს. ეს ადამიანები მიზანმიმართულად არ ცნობენ სასამართლოს, არც პარლამენტს, კანონს არღვევენ და შემდეგ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სარჩულს ურთავენ. ეს არაერთხელ გვინახავს წარსულში, თუმცა სტრასბურგის მიერ ბევრჯერ დადგინდა, რომ გადაწყვეტილება ნებისმიერ ეტაპზე სწორად იყო მიღებული. მათ სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის საშუალება არ ექნებათ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.