„ნაცები“ მარაოსავით არიან გაშლილი და მნიშვნელობა არ აქვს, თვითმმართველობის არჩევნებში ვინ მიიღებს მონაწილეობას. მთავარია ქართველი ხალხის ნება, რომლის წინააღმდეგაც იბრძვიან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ოპოზიცია მეათე არჩევნებშიც დამარცხდება და ნულოვან შედეგს მიიღებს.

ამასთან, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ, რეალურად, „ნაცმოძრაობის“ პარტიებში არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის და ყველა გაერთიანებულია პატრონების დავალებების შესაბამისად.

„ნიკა მელიას დავესესხები – ფარსია „ნაცმოძრაობის“ პარტიებში მიმდინარე პროცესები, თითქოს მათ შორის დაპირისპირებაა. რეალურად, მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის. ისინი ყოველთვის იყვნენ და არიან გაერთიანებული პატრონების დავალებების შესაბამისად. ახლა ცდილობენ, საზოგადოება მოატყუონ, თითქოს მათ რიგებში აზრთა სხვადასხვაობაა. ისინი ცდილობენ, ორივე დავალების შესრულების წინაპირობა შექმნან. დავალება თუ იქნება, რომ არჩევნებში ჩაერთონ, ეს განცხადება ექნებათ გაკეთებული, თუ არ უნდა მიიღონ, იტყვიან, რომ ყველაფერი გააკეთეს, რათა არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.