სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს. აქციის მონაწილეების მიერ მოწყობილი ცეცხლმოკიდებული ბარიკადები შსს-ის წარმომადგენლებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს.
აქციის მონაწილეებმა თსუ-ს მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ადგილზე მხოლოდ სამართალდამცველები იმყოფებიან.
იქამდე, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.




