დაველოდებით იმ რეზოლუციის ავტორებს, რომლებმაც კეზერაშვილი წარმოაჩინეს მედიამენეჯერად და მედიაზე მზრუნველად, როგორი რეაგირება ექნებათ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ამ პირზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, საინტერესოა აღნიშნულ საკითხზე ევროპელი კოლეგების პოზიციები.

„დაველოდებით ევროპელ კოლეგებს, იმ რეზოლუციის ავტორებს, რომლებმაც კეზერაშვილი წარმოაჩინეს მედიამენეჯერად და მედიაზე მზრუნველად, როგორი რეაგირება ექნებათ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ამ პირზე. მსურს, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესებს იცავდნენ ევროპულ სასამართლოში. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს ამ საქმეზე მჭიდრო კოორდინაციისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „სტრასბურგმა დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება“.