ბატონო შალვა, რა გამოხატვის ფორმებს მიწუნებთ? - ასე მიმართა მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა "ნაცმოძრაობიდან" დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.
"ზუსტად ერთი დღეა, მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო, რასაც იმსახურებენ იმ ენით არ უპასუხო... ალუდა ღუდუშაურზე არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ არარაობაა... აი, ირაკლი ბერაია რაც იკადრა... და მთელი ერთი დღეა მაინც ველოდები იმას, რომ ამაზე ადეკვატური რეაგირება გექნებათ თქვენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. თორემ, ირაკლი ბერაია და ალუდა ღუდუშაური იცით რას იმსახურებენ, აი იმას იმსახურებენ, რომ მანდ აღარ იჯდეს არცერთი...
თუ თქვენ არ გვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ადეკვატური რეაგირება გქონდეთ და გადააყენოთ და ნორმალურ ქვეყანაში მანდატს დაატოვებინებდნენ. იმის შემდეგ რაც იკადრეს, ცხადია ჩვენ მოგვიწევს თავი დავიცვათ და ვუპასუხოთ მათ ზუსტად ისე, როგორც ესენი იქცევიან,
მათი მცდელობა, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ქალი ოპოზიციონერები მათ არ გამოუათ. უარესს მიიღებს ერთიც და მეორეც ჩემგან, ასე მშვიდად ამ დარბაზში ვერ დაჯდებიან.
ალუდა ღუდუშაურის და ირაკლი ბერაიას მცდელობა, დისკრედიტაცია მოახდინონ ქალი ოპოზიციონერები არ გამოუათ. " - განაცხადა ანი წითლიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა - თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა
ასევე, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ანი წითლიძეს: "შენ ხარ ბანძი! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა"
მოგვიანებით პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ