იმ მაფიოზურ ჯგუფს, რომელიც მართავს სასამართლოს, უნდა დავუპირისპირდეთ სისტემურად. სასამართლო ცხრა თავიანი დევია და ცხრავე თავი აქვს მოსაჭრელი, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. 

„ვფიქრობ, რომ სასამართლოს სჭირდება სისტემური რეფორმა. ჩვენ იმ მაფიოზურ ჯგუფს, რომელიც მართავს სასამართლოს, უნდა დავუპირისპირდეთ სისტემურად. ეს არის ცხრა თავიანი დევი, შესაბამისად, ერთ თავს ხომ არ მოვაჭრით მარტო, ცხრავე თავი აქვს მას მოსაჭრელი. მოსამართლეთა გადარჩევა, ქართულად რომ ვთქვათ, ანუ რასაც ვიღაცები ეძახიან ვეტინგს, მაგრამ მე არ მესმის რატომ ეძახიან ვეტინგს, როდესაც ამას ჰქვია გადარჩევა ქართულად. რაც უფრო უცნობი და უცნაური იქნება ჩვენი ხალხისთვის, რასაც ვიღაცები ლაპარაკობენ, მით უფრო ნაკლებად იქნება მისაღები ეს იდეა",- განაცხადა ანა დოლიძემ.