ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„აქამდე „ოცნება“ ცდილობდა თავი გაესაღებინა მემარცხენე ძალად, ანუ რომ ის აკეთებდა აქცენტს ეკონომიკური თანასწორობის იდეალებზე, სოციალური თანასწორობის იდეალებზე, ამის გამო ისინი არიან გაერთიანებული დღემდე ფორმალურად ევროპის სოციალისტური პარტიის გაერთიანებებში. „ქართული ოცნება“ იყო დამკვირვებლის სტატუსით საქართველოს ხათრით აქამდე, ახლა გამოდის რა, რომ საკუთარი გაერთიანების ფასეულობების საპირისპიროდ, ისინი მთავარ გამომსვლელად და არა სტუმრად, მიდიან იდეოლოგიურად დაპირისპირებული ჯგუფის შეხვედრაზე“- განაცხადა ანა დოლიძემ.